Wednesday, May 6, 2020

პრეამბულა


წინამდებარე ბლოგი პარტიული და იდეოლოგიური ბრძოლებისგან დამოუკიდებელი, მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით შექმნილი მთარგმნელობითი პლატფორმაა. ჩვენი, როგორც არაპარტიული რიგითი მოქალაქეების, სიტუაციური აქტივობა საღი აზრის რეაქციაა COVID-19 CORONAVIRUS-ის ირგვლივ  განვითარებულ დებატებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებულ ინფორმაციულ სიმწირეზე და იგი მოწოდებულია აღნიშნული სიმწირის შესამცირებლად. ბლოგი თავს უყრის როგორც ცნობილ ბიოლოგთა, ვირუსოლოგთა, ბაქტერიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და ექიმთა, ისე - განათლებული მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებულ ფილოსოფოსთა და სოციოლოგთა დისკურსს. ჩვენ შორს ვართ ილუზიისგან, რომ აქ წარმოდგენილი მასალები ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ მათში რეპრეზენტირებული ცოდნა არ ცირკულირებს ქართულ საზოგადოებაში. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ აქ წარმოდგენილი მასალების ინსტრუმენტალიზებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით. რა გაეწყობა: ნებისმიერი საზოგადოება ისეთია, როგორიც ის არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზურგი ვაქციოთ გოეთეს შეგონებას: „არაფერია იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე - მოღვაწე უცოდინრობა“. გვეიმედება, რომ ჩვენი ყოვლად უწყინარი არაპოლიტიკური აქტივობა ოდნავ მაინც შეამცირებს ყოვლისმცოდნეთა აგრესიას, ინდოქტრინებულთა სისასტიკეს, პროპაგანდის მსხვერპლთა მავნებლობას და რევანშისტთა მიერ საუკეთესო გონებათა დიფამირებას, ამის საპირისპიროდ კი ხელს შეუწყობს თავისუფალი, არაიდეოლოგიზებული და არასოფისტური აზროვნების გაძლიერებას; არა - ყბადაღებული „განსხვავებული აზრის“ მიმართ ფაშისტური ფსევდოტოლერანტობის წახალისებას, არამედ - იმის გაცნობიერებას, რომ აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა -  ერთმანეთისგან განსხვავებულ აზრთა პოლიფონია.

No comments:

Post a Comment