Wednesday, May 20, 2020

შივა აუუადურაი - „ნამდვილი მეცნიერები აღარ არსებობენ, მხოლოდ - კუდქიცინა აკადემიკოსები...“


ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ჟასმინ კოზუბეკი

ჟასმინ კოზუბეკი: დოქტორო შივა, თქვენ სისტემური ბიოლოგიის სპეციალისტი ბრძანდებით, მიღებული გაქვთ უმაღლესი ტექნიკური განათლება არაერთი სპეციალობით, მათ შორის მიჩიგანის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბიოინჟინერიის მიმართულებით. 20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა ასეთი სპეციალობა. რა წვლილი შეგიძლიათ შეიტანოთ კორონავირუსის შესახებ დისკუსიაში, რა შეგიძლიათ თქვათ ისეთი, რაც ჯერ არ უთქვამთ ვირუსოლოგებს და ეპიდემიოლოგებს?

შივა აუუადურაი: მთელ ამ დისკუსიას აკლია სისტემური მიდგომა, გააზრება სისტემური ბიოლოგიის თვალთახედვიდან, რაც საშუალებას მოგვცემდა - მაღალგანვითარებული სისტემების პრობლემები დაგვენახა. ადამიანის სხეული კი სწორედ ასეთი სისტემაა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მას შეისწავლიდნენ თავ-თავისი სფეროს უპირატეს მნიშვნელობაში დარწმუნებული ბიოლოგები, ვირუსოლოგები და მიკრობიოლოგები. მინდა განვმარტო ერთი სისტემის მაგალითზე და - შესაბამისი ტერმინებით. წარმოიდგინეთ დიდი თვითმფრინავი. წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობს პატარა ჭანჭიკი მის პროპელერში. არაფერს მოგვცემს მხოლოდ ამ პროპელერის ფუნქციონირების მექანიზმის ცოდნა, ისევე, როგორც არაფერს მოგვცემს იმის ცოდნა, თუ სად არის თვითმფრინავში მფრინავის სავარძელი ან სტარტის ღილაკი. ყველა ეს დეტალი მხოლოდ დიდი სისტემის ნაწილია. ბიოლოგიაშიც ასეა. დღემდე ეს მეცნიერებაც ცალკეული დეტალების შესწავლამდე იყო დაყვანილი. მავანს შეეძლო ნობელის პრემიაც მიეღო, თუ ამოხსნიდა, როგორ ურთიერთქმედებს ორი ნაწილაკი, ორი მოლეკულა. ასე განვითარდა 2003 წლამდე დნმ-ის აღმოჩენისა და კვლევის ისტორია - ზოგადი ბიოლოგიიდან მოლეკულურ ბიოლოგიამდე. მიიჩნეოდა, რომ შესაძლებელია რაღაც ისეთი გენის აღმოჩენა, რომელიც კონკრეტული დაავადების მიზეზია. ეს უკიდურესად რედუქციონისტული მიდგომაა. დაავადებათა გამომწვევი გენების ძებნა წახალისებული და ხელშეწყობილი იქნა. 2003 წელს კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ იმდენივე გენი გვაქვს, რამდენიც - უმარტივეს პარაზიტებს. ადამიანს დაახლოებით 20 000 გენი აქვს, ამდენივე გენი აქვს ჭიას. ამან ბიოლოგია თავდაყირა დააყენა. ადამიანი ხომ უმაღლესი განვითარების საფეხურზე მყოფი არსებაა. ბიოლოგები, რომლებსაც ცოცხალ სისტემებთან აქვთ საქმე, ფიქრობდნენ, რომ ორგანიზმის სირთულე გენების რაოდენობის პროპორციულია, ანუ რაც მეტი გენია ორგანიზმში, მით უფრო რთულია იგი. ინჟინრებმა იციან, რომ ეს ასე არ არის. მე მოგცემთ 100 ელემენტს. თუ მათ უბრალოდ ერთმანეთს გადააბამთ, მიიღებთ უმარტივეს სისტემას. სხვა მათ სხვაგვარად შეაერთბს ერთმანეთთან და სულ სხვა შედეგს მიიღებს. სირთულის ხარისხს სწორედ შეერთებები განსაზღვრავენ. მაშინ თქვეს ადამიანებმა: საქმე ხოლოდ გენებში და მოლეკულებში არ ყოფილა, მთავარი ის არის, როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულიო. ამ აღმოჩენამ მიგვიყვანა იმის გაგებამდე, რომ უნდა გავცდეთ გენის ასეთ ვიწრო ხედვას და მას მოლეკულური მექანიზმის პერსპექტივიდან შევხედოთ. ამიტომ შეიქმნა 2003 წელს მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბიოინჟინერიის განყოფილება. მოხდა იმის გაცნობიერება, რომ საჭიროა, ბიოლოგიას ინჟინერია მოვარგოთ და მივახმაროთ, რადგან არსებობს უზარმაზარი დანაკლისი მეცნიერულ ცოდნაში, დიდი ცარიელი ადგილი, რომელსაც ვერ შევავსებთ, თუ მხოლოდ ვირუსოლოგებს ან ბიოლოგებს მოვუსმენთ. ისინი არ ფიქრობენ სისტემებში კავშირებისა და შეერთებების სქემებზე, არ ფიქრობენ, მაგალითად, იმაზე, თუ როგორია ფეხის ძვლების კავშირი სხვა ძვლებთან. მათ ეს არ მოეთხოვებათ და ამისთვის არ უხდიან. ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ სისტემური ბიოლოგიის შესწავლა, როცა ეს დარგი გაჩნდა, და დავუბრუნდი სწავლას მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა უკვე რამდენიმე აკადემიური ხარისხი მქონდა, რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციაც მქონდა დაფუძნებული და დიდი ინტერესით ვმუშაობდი ბიოლოგიისა და ინფორმაციის დამუშავების სფეროებში. ჩემი სურვილი და მიზანი იყო ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, როგორიც აქამდე არ არსებულა და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა რთული სისტემების მოდელირება. წარმოიდგინეთ სისტემა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ბიოლოგიური სისტემებისა და დაავადებების კომპიუტერული მოდელირება, კიბოს მოდელირება, ანთებების, მთელი იმუნური სუსტემის ან გულის დაავადებების მოდელირება. ეს სისტემური მიდგომის შედეგად არის შესაძლებელი და ამისთვის სხვა ტიპის მეცნიერები არიან საჭირონი. მე ვარ ასეთი მეცნიერი, მე ვარ სისტემების შემსწავლელი მეცნიერი.

- როგორ მოვარგოთ ეს ყველაფერი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კრიზისს? როგორ განვიხილოთ კორონა სისტემურად?

- იმისთვის, რომ ეს კრიზისი სისტემურად განვიხილოთ, დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ საუბარი, განვიხილოთ იმუნური სისტემა, რომელიც ადამიანური ორგანიზმის მთავარი ოპერაციული სისტემაა. ის მილიონობით წლის არის, ხერხემლიანების მსგავსად. სულერთია, როგორ წარმოიქმნენ ეს უკანასკნელნი, უხერხემლოებისგან, ღმერთის მიერ მართული ევოლუციით თუ - თავისთავადი ევოლიციით. იმუნური სისტემა ორგანიზმის მთავარი სისტემაა. რა სისტემაა ეს? 1962 წელს კაცობრიობას იმუნური სისტემის ასეთი გაგება ჰქონდა: ეს იყო ორი შავი ყუთი. ასეთი გაგება დაედო საფუძვლად იმუნური ნივთიერებების შექმნასაც. ორი შავი ყუთი ანუ - თანდაყოლილი საპასუხო იმუნური რეაქცია და ადაპტაციური იმუნური თავდაცვა. მსჯელობა მიმდინარეობდა ასეთი თანმიმდევრობით: თუ ორგანიზმში მოხვდება პათოგენი, ვთქვათ, ვირუსი ან სოკო, გააქტიურდება თანდაყოლილი მექანიზმი საპასუხო რეაქციის სახით და შეეცდება გააუვნებელყოს პათოგენი. ანუ რაღაც ისეთი ხდება, როცა ქვეითი ჯარი ცეცხლს უხსნის შემოჭრილ მტერს. თუ ამან არ გამოიღო შედეგი, საქმეში ერთვება ადაპტაციური იმუნური თავდაცვა და ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, ისინი შეგვიძლია სნაიპერებს შევადაროთ. იმუნური სისტემის ასეთი გაგების საფუძველზე შეიქმნა იმუნური ნივთიერებები. 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონ კენედიმ შემოიღო საყოველთაო ვაქცინაცია, 1986 წელს კი ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანი იყო ვაქცინაციის შედეგად ჯანმრთელობაშერყეული. მშობლები უჩიოდნენ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, შეიქმნა სპეციალური სასამართლო ასეთი საქმეების განსახილვევლად. და აი, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს: დღეს იმუნური სისტემის გაგება სხვაგვარია. ეს არ არის მხოლოდ ორი შავი ყუთი. მათ შორის არის კავშირი - ინტერფერონის სისტემა. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომელსაც მე ჩემი სადოქტორო ნაშრომი მივუძღვენი. მთელი მიკრობიოლოგიური სისტემა, ბაქტერიები, ვირუსები, მათი კავშირი ტვინთან, ნერვულ სისტემასთან. ეს ბევრად უფრო რთული მექანიზმია, აქ კავშირების მთელი ჯაჭვია და არა მხოლოდ - ორი შავი ყუთი ერთმანეთს შორის კავშირის გარეშე.

- და რას გვეუბნება ეს ყველაფერი ახალი ტიპის კორონავირუსზე?

- არც ისე ახალია ეს ვირუსი. სამედიცინო ისტებლიშმენტის ისტორიაში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა - ყველაფერი ვირუსს მიაწერონ. იპოვე ვირუსი, დააკისრე პასუხისმგებლობა! როცა რაღაც ხდება, საჭიროა დამნაშავის პოვნა. კორონავირუსები ყოველთვის და ყველგან არსებობდა, თქვენ ატარებთ მათ, მეც ვატარებ მათ რომელიღაც ვარიაციას.

- მაგრამ ეს ვარიაცია ახალია.

- ასეთივე ახალია სხვა ვირუსების ვარიაციებიც. ჩვენს სხეულში 80 ბილიონი სხვადასხვა ვურუსია, თქვენც და მეც ვირუსების მოარული ფაბრიკა ვართ. თუ ვინმეს ჰკითხავენ, გამოიწვევს თუ არა ამ ვირუსის მოხვედრა ადამიანის სხეულში მის დასნებოვნებას, პასუხი ასეთი იქნება: დიახ, გამოიწვევს! შემდეგ ამას აიტაცებენ მეინსტრიმული მედიები და, საუბედუროდ, - მთელი სამედიცინო ისტებლიშმენტიც, ექიმები, რადგან ეს უკანასკნელნი ფარმაკოლოგიურ კონცერნებზე არიან დამოკიდებულნი და არც იმუნური სისტემის გაეგებათ რამე. პასუხი ასეთი იქნება: თუ ეს ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, იგი ფილტვში შეაღწევს  და დააზიანებს მათ ქსოვილებს. იმუნური ნივთიერება კი ვირუსს დაბლოკავს. ეს მოძველებული და არასწორი გაგებაა, მეცნიერული სიყალბეა. არა მხოლოდ ამ ვირუსის, არამედ სხვა ვირუსების გავრცელების შემთხვევაშიც, მოქმედებს სულ სხვა მექანიზმი. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში. როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია, მისი ფუნქცია დაქვეითებულია, რაც ხდება ასაკის ან სხვა არახელსაყრელი გარემოებების გამო. ასეთ დროს თავად იმუნური სისტემა აქტიურდება ზედმეტად და გადამეტებულად რეაგირებს. წარმოიდგინეთ მანქანის ძრავა, რომელსაც მხოლოდ ერთი ცილინდრი უმუშავებს და ამიტომ მასზე მოდის აუცილებელი კომპენსირების მთელი დატვირთვა. იმუნური სისტემის შემთხვევაშიც ასე ხდება, ის გადამეტებულად რეაგირებს და აზიანებს არა მხოლოდ ვირუსს, არამედ - იმ უჯრედსაც, რომელშიც ვირუსია ჩაბუდებული. კორონავირუსი ფილტვის ქსოვილში იბუდებს, სხვა ვირუსები - სხვაგან. პოლიოვირუსები ზურგის ტვინში აღწევენ და მოტონეირონებს აზიანებენ. ბევრს წაერთვა ასე მოძრაობის უნარი. თუ მეცნიერულად გვინდა ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ, რომ თავად დასუსტებული და ფუნქციადაქვეითებული იმუნური სისტემა აზიანებს ორგანიზმს.

- სწორედ ამას ამბობენ აღიარებული ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, რომლებსაც თანამდევი დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სწორედ ეს ხდება ახლა აშშ-ში. განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება, თუ დაავადებულს დიაბეტი ან გულის თანამდევი პათოლოგია აქვს. არავინ ეწინააღმდეგება იმას, რასაც თქვენ ამბობთ.

- საქმე ის არის, რომ ქვეყნდება ასეთი შეტყობინებები და არავინ განმარტავს ვითარების არსს. ავიღოთ პოპულაცია - 1000 ადამიანი. დავუშვათ, რომ აქედან 10 %-ს შეადგენენ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონენი: დიაბეტიანები, მწეველები და ასე შემდეგ. 38 %-ს შეადგენენ 65 წელზე მეტი წლისანი. როგორ მივუდგეთ ამ პოპულაციას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით? მასში არის ადამიანების ჯგუფები, რომელთაც სუსტი და დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ. და, აი, ვრცელდება დაავადების გამომწვევი ვირუსი. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? ვპოულობთ დამნაშავეს - ვირუსს - და კოლაფსში ვაგდებთ მთელ ეკონომიკას თუ - მედიცინის თვალსაზრისით ადექვატურად ვრეაგირებთ ამ ვითარებაზე და ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეული დაინფიცირებულის მკურნალობას? 2003 წლამდე არ არსებობდა ინდივიდუალური მიდგომა, იყო ერთიანი მიდგომა ყველასადმი ერთსა და იგივე ვითარებაში. ეს შუა საუკუნებრივი მიდგომაა. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა ყველა დიაბეტით დაავადებულს ენიშნება ერთი და იგივე წამალი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვაგვარია და ყოველს მისთვის შესაფერისი წამალი ესაჭიროება. ეს ცოდნა გამოვიტანეთ ადამიანის გენომის კვლევიდან. თუ გვინდა, რომ ნამდვილი მედიცინა გამოვიყენოთ ადამიანთა განსაკურნად, თუნდაც ტრადიციული დასავლური მედიცინის თვალთახედვის შესაბამისად, რა საჭიროა მთელი ეკონომიკური სისტემების იზოლირება? რატომ უწესებენ ჯანმრთელ ადამიანებს და კრიტიკულ ავადმყოფებს ან  სუსტი და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვირუსთან ბრძოლის ერთნაირ ზომებს და უნიშნავენ ერთნაირ მკურნალობას? რატომ ანადგურებენ მთელ ეკონომიკურ სისტემებს? ეს ხომ იგივე გადამეტებული რეაქციაა, არსებითად ზედმეტი და არასაჭირო. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს დასუსტებული იმუნური სისტემა გადამეტებული რეაქციით პათოგენზე და როგორ რეაგირებენ იგივე ვირუსზე გადამეტებული რეაქციით პოლიტიკოსები - თქვენი და ჩემი პოლიტიკოსები.

- თქვენ აღიარებთ, რომ ეს ვირუსი ძალიან გადამდებია, მაგრამ მაინც აკრიტიკებთ კარანტინის დაწესებას - ზომას, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნა მიღებული. არსებობს ისეთი სცენარი, რომლის შემთხვევაშიც თქვენ აღიარებდით კარანტინის აუცილებლობას?

- მე კითხვითვე გიპასუხებთ. როცა გავრცელდა H1 N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის ეპიდემია, დაავადდა 56 მილიონი ადამიანი, აშშ-ს მოსახლეობის 17%. თუ გაჩერდა მაშინ ქვეყნის მთელი ეკონომიკა?

- არა, მაგრამ ახლა სხვაგვარად უდგებიან საკითხს.

- და რამდენი ადამიანი იმსხვერპლა მაშინ ამ გრიპმა? 16 ათასი ადამიანი. გაჩერდა მაშინ მთელი აშშ-ის ეკონომიკა?

- არა, რა თქმა უნდა არა.

- ამიტომ ჩნდება სრულიად საფუძვლიანი კითხვა: რატომ გაჩერდა ახლა ეკონომიკა?

- პასუხი ასეთია: კორონა უფრო გადამდებია, ვიდრე - სხვა ვირუსები, თუნდაც H1 N1.

- კეთილი, განვაგრძოთ მსჯელობა: რამდენი ვირუსი ვიცით, გავრცელების ასეთივე სისწრაფე რომ აქვს? ავიღოთ თუნდაც H1 N1 -ის მოქმედება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მოსახლეობის 15% დაინფიცირდა მისგან. დამუშვათ, რომ ახლა ინფიცირების შემთხვევები ორჯერ მეტია, ანუ 30%. ეს 90 მილიონი ადამიანია. მაშინ მსხვერპლი ინფიცირებულთა შორის 0,3 % -ს შეადგენდა. დავუშვათ, რომ ახლა ორჯერ მეტია, ანუ 0,6 %. ეს 540 000 ადამიანია. ახლა მიპასუხეთ, რამდენი ადამიანი კვდება აშშ-ში გულის დაავადებებით?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აშშ-ში 2017 წლის მონაცემებით, მგონი, ყოველდღიურად 7700-დან 8300-მდე.

- ეს - ყოველდრიურად. წელიწადში კი გულის დაავადებებით 540 000 - 600 000 ადამიანი იღუპება.

- მაგრამ გულის დაავადებები არ არის გადამდები.

- გადავხედოთ ციფრებს - არა ინფექციით დაშინების მიზნით. აშშ-ში ყოველწლიურად გულის დაავადებებით იხოცება 600 000 ადამიანი, სიმსივნით - 500 000, ექიმის შეცდომის მიზეზით - 440 000. გარდა ამისა, 200 000 ადამიანი იღუპება მედიკამენტებისგან. ყოველწლიურად 1,9 მილიონი ადამიანი თავსდება საავადმყოფოებში სამკურნალოდ. რატომ არ იხურება ამ შემთხვევაში ყველაფერი? თუ ჩვენ საზოგადოების ჯანმრთელობა გვაინტერესებს (ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს!), რატომ არაფერს ვამბობთ ჭარბწონიანობაზე? აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს  ჭარბი წონა აქვს. რატომ არ ვაჩერებთ ეკონომიკას? სად არის კარანტინი და იზოლაცია სხვა ფართოდ გავრცელებულო დაავადებების გამო? აშშ-ში მოზარდთა 54 %-ს აქვს აუტოიმუნური დაავადების ესა თუ ის ფორმა. ყოველ მეხუთე ბავშვს ან მოზარდს აქვს ნერვული აშლილობის ესა თუ ის ფორმა. როგორც ვხედავთ, სახეზეა არაბალანსირებული მიდგომა მედიცინისადმი. მიზეზი კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება არამომგებიანია ფარმაცევტული გიგანტებისთვის. ადამიანები კი მათ კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდნენ. ამიტომ არავინ იწუხებს თავს ნამდვილი პრობლემების გადასაჭრელად. რატომ არ ჩერდება ეკონომიკა გულის დაავადებების, ექიმთა შეცდომების ან ზედმეტი წონის მქონეთა მაღალი პროცენტის გამო? ეს არ ხდება იმიტომ, რომ წამგებიანი იქნება საკვები პროდუქტების მწარმოებელი და ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ამ სიმართლეს მეინსტრიმული მედიები არასდროს იტყვიან, რადგან მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები და ფარმაკოლოგიური კონცერნები ფულს უხდიან. გადახედეთ მათ მიერ რეკლამიდან მიღებული თანხების რაოდენობას. თუ გვინდა სიმართლის დადგენა და მეცნიერულ დონეზე საუბარი, ციფრები უნდა განვიხილოთ არა ზოგადად, არამედ - შედარებით კონტექსტში. აქ საუბარი საზოგადოების ჯანმრთელობაზეა.

- თქვენ განიხილავთ ამ კრიზისს, როგორც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ შიშის მთესველ თაღლითობას. შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ მოხდა, რომ მთელმა მსოფლიომ ასე მოიტყუა თავი?

- მთელმა მსოფლიომ - არა! ბევრია აღშფოთებული, ბევრს ველაპარაკე. მშრომელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გაბრაზებულები არიან.

- მაშინ, მოდით, ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი თავის მოტყუების უფლებას აძლევენ მათ, ვისაც ეს ხელს აძლევს.

- რასთან გვაქვს აქ საქმე? მანკიერ თანამშრომლობასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, დიდი კლინიკებისა და ფარმაცევტული გიგანტების მანკიერ შერწყმასთან და მათ ხელში ძალაუფლებისა და გავლენების კონცენტრაციასთან. შედეგად, ადამიანთა მართლაც პატარა ჯგუფს ძალუძს სრულად გააკონტროლოს ნარატივი. ეს შეთქმულების თეორიაც არ არის. კარგად დაწერა ამაზე ნაუმ ჩომსკიმ წიგნში „თანხმობის წარმოება. მასმედიის პოლიტიკური ეკონომია“. ამ თემაზე მთელი სადოქტორო დისერტაციის დაწერა შეიძლება, და ახლა ჩვენ ყოველივე ამის მოწმენი ვხდებით. მე შემიძლია ამაზე ღიად ლაპარაკი, რადგან ბევრი დამსახურება მაქვს, ძალიან მაღალი რეფერენციის ინდექსი, მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სრული სამეცნიერო სტიპენდია მივიღე, ნომინირებული ვიყავი ეროვნულ ჯილდოზე ტექნოლოგიებისა და ნოვაციების სფეროში, ვიღაც გიჟი ხომ არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ, სამწუხაროდ, ბევრი აკადემიის წევრი მეცნიერი ახლა უკვე მხოლოდ აკადემიის წევრად რჩება და მეცნიერებასთან ცოტა რამ თუ დარჩა საერთო. კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ დიდი მეცნიერები დავკარგეთ. ახლა მხოლოდ აკადემიკოსები გვყავს, რომლებიც კომპრომისზე მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. ბევრ მათგანს უთქვამს: „მართალი ხარ, შივა, მაგრამ მე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ოჯახი მყავს შესანახი“. მე უფრო იღბლიანი ვარ, მე გამომგონებელი ვარ, თავად ვშოულობ ფულს ჩემი გამოგონებებით, ჩემი სამეცნიერო დაწესებულებები მაქვს, არავისი არაფერი მმართებს. მეცნიერის წმინდა ვალია, ილაპარაკოს სიმართლე. აი, ჩემი სიმართლე: ეს ორომტრიალი კორონას შესახებ შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი შიშის მთესველი თაღლითობა. და მას სამი მიზანი აქვს: პირველი მიზანია ეკონომიკური სისტემის განადგურება. უკვე ძალიან სერიოზული ვითარებაა აშშ-ში, ჩვიდმეტმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. სახეზეა ფარმაცევტული გიგანტების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგაციზაციისა და ეპიდემიოლოგიური სამსახურების მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი - დაწესდეს სავალდებულო მკურნალობა. თუ მათ დაუჯერებენ, ექვსი თვის შემდეგ მართვის მოწმობას ასე იოლად ვერ აიღებთ, გეტყვიან: „გვაჩვენეთ თქვენი ვაქცინაციის პასპორტი“. ფიტნეს კლუბში ან დისკოთეკაზეც ვერ წახვალთ ასეთი პასპორტის გარეშე. და ეს - იმიტომ, რომ ფარმაცევტული გიგანტები ახლა ფულს კარგავენ. ყოველ წელს სულ უფრო მეტს კარგავენ. გადახედეთ ციფრებს. ყოველ წელს 30% კვლევასა და განვითარებაზე მიდის. და ეს ტენდენცია მზარდია. შეიძლება იფიქროთ, რომ ვინც კვლევაში ინვესტიციას დებს, მეტ დოტაციას იღებს. მაგრამ ისინი 30%-ით ნაკლებ დოტაციას იღებენ იმიტომ, რომ საკვები პროდუქტებისა და წამლის კონტროლის ადმინისტრაციასაც კი ესმის, რომ მათი პროდუქტები საწამლავია. ამიტომ ეს კონცერნები ახალ გეგმებს სახავენ - იმუნური ნივთიერებების ანუ ვაქცინების წარმოებას. რატომ - ვაქცინები? ინიტომ, რომ წამლის მწარმოებელს შეიძლება სასამართლოში უჩივლო და მიღებული ზიანისთვის კომპენსაცია მოსთხოვო. ეს ძალიან დიდი ფულია და 5 მილიარდი დოლარი შეადგინა ბოლო 12-13 წლის განმავლობაში. წამლების წარმოება დიდ რისკს შეიცავს და იმაზე ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ფარმაცევტულ გიგანტებს აკმაყოფილებთ. ვაქცინის წარმოება კი არ ექვემდებარება ისეთივე რეგულაციებს, როგორსაც - წამლის წარმოება. ნაკლები რისკია. ეს უკვე ბიოფარმაცევტიკად იწოდება. ვაქცინის მწარმოებელს სასამართლოში ვერ უჩივლებ. ეს კენედის და იმ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომლებიც ფარმაცევტულ გიგანტებს იცავენ. მათ ვერ უჩივლებ და, თუ უჩივლებ, მხოლოდ - ერთადერთ სასამართლოში, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს და რომელსაც სახელმწიფო მართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ გადასახადების გადამხდელების კისერზეა ამ სასამართლოს ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი. ამაზე ინფორმაციას ვერსად ნახავთ  მეინსტრიმულ მედიებში.

- როგორც თქვენთან საუბრიდან გავიგე, თქვენი განსაკუთრებული მღელვარების საგანია იძულებითი მედიცინის პერსპექტივა. ბილ გეითსი ამ დღეებში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლით გამოვიდა და თქვა, რომ 7 მილიარდი ადამიანი უნდა აიცრას. რაზეა აქ საუბარი?

- აი, ხომ ხედავთ, სწორედ ამას ვვარაუდობდი. ეს შორს მიმავალი გეგმის ნაწილია. ეს მთელი ამერიკის ეკონომიკის პარალიზებაა, იმ შემთხვევაშიც კი, 6 ბილიონი დოლარიც რომ ჩამობეჭდოთ. ეს გრძელვადიანი განვიტარების გეგმის ნაწილია. წარმოიდგინეთ, რომ 7,2 მილიარდი ადამიანიდან თითოეული წელიწადში ათას დოლარ მოგებას გაძლევთ. ეს 7,2 ბილიონი დილარია. ბილ გეითს არაფერი გაეგება ბიოლოგიის, ის მდიდარი ოჯახიდან არის. ახლა ის აირჩიეს ამ როლის სათამაშოდ, თითქოს ესმოდეს, რას აკეთებს. მისმა ფონდმა ბიუჯეტის ფული მოიპარა. იმის ნაცვლად, რომ გადასახადები გადაეხადათ, ფული ბილ და მელინდა გეითსების ფონდში გადარიცხეს და დიდი პიარკამპანია გააჩაღეს, როგორც პლანეტაზე ყველა შავკანიანის გადამრჩენებმა. ეს რასიზმია. რასაც ის აკეთებს, ეს ინსტიტუციონალიზებული რასიზმია. სინამდვილეში კი მისი მიზანი იძულებითი მედიცინაა. ნახეთ, ვინ არიან მისი პარტნიორები: ჰილარი კლინტონი, მარკ ცუკენბერგი, სი-დი-სი, დიდი ფარმაცევტული კონცერნები. ეს მისი წრეა, მათ  იძულებითი მედიცინის შემოღება სურთ, ზემოდან ქვემოთ  ასეთი მოდელის დაწესება. რატომ? იმიტომ რომ ეს მათ ფულს მოუტანს - 7 ბილიონი დოლარის მუდმივ ბრუნვას ფარმაკოლოგიური ინდუსტრიისთვის.

- მაგრამ რა გამოდის? ერთი მხრივ სრულად და ყველგან, არა მარტო აშშ-ში, ჩერდება ეკონომიკა, მეორე მხრივ კი არსებობენ ფარმაკონცერნები, რომლებსაც, შესაძლოა, ამან მოგება მოუტანოს?

- შესაძლოა კი არა, ნამდვილად მოუტანს.

- მთელი ეკონომიკა ყველგან, არა მხოლოდ აშშ-ში, უნდა გაჩერდეს იმისთვის, რომ რამდენიმე ფარმაცევტულმა კონცერნმა მოგება ნახოს? არ უნდა ღირდეს მათი კეთილდღეობა ამად.

- თქვენ გამოთვალეთ?

- არა.

- დათვალეთ და დარწმუნდებით, რომ რომ ეს ამად ღირს. ბილიონობით დოლარის ღირებულების ფარმაინდუსტრია, სახელად „Big Pharma“ - ცენტრალური სტრუქტურა - დაღმავლობის გზაზეა. ხალხი აღარ ყიდულობს წამლებს. შეხედეთ Sanofi-ის აქციებს, გულისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელთა აქციებს. ხალხი აღარ ყიდულობს წამლებს. თქვენ ბიოპროდუქტებს მიირთმევთ?

- ზოგადად პროდუქტები გერმანიაში უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე - ამერიკაში.

- ცდილობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის თანახმად იცხოვროთ?

- რა თქმა უნდა!

- 20 წლის წინ ასე არ იყო. დღეს 30 მილიონი ადამიანი ამერიკაში იოგას სისტემით ვარჯიშობს და იკვებება, ადამიანები საკუთარ სხეულზე ზრუნავენ, ჯანსაღ პროდუქტს ამჯობინებენ თავისი ბავშვებისთვის, ვიტამინებში და ბალახებში ერკვევიან. ჯერ კიდევ 10 წლის წინ სხვადვარად იყო საქმე. ფარმაკოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი დიდი საწარმოების ბიზნესმოდელი კრახს განიცდის. შეგვიძლია ამის დეტალური ანალიზი გავაკეთოთ. შეგიძლიათ მოიწვიოთ მეცნიერი ეკონომისტები მთელი მსოფლიოდან. წარმოგიდგენთ ციფრებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოგების მათი მოდელი აღარ ამართლებს. ამიტომ  ესაჭიროებათ ახალი მოდელი და ეს მოდელი აცრები და უჯრედული თერაპიაა. ამ პრეპარატებს ბიოლოგიური პრეპარატები ეწოდება და მათთვის არ არის საჭირო მკაცრი ტესტების გავლა, სამართლებრივ საკითხებსაც იოლად წყვეტენ. ფარმაკოლოგიური კონცერნები ხედავენ, რომ მათი მედიკამენტები აღარ იყიდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორედ ამიტომ აღარ ფუნქციონირებს წამლების გაყიდვით ფულის მოხვეჭის ძველი მოდელი. ახლა ვაქცინების წარმოებაზე უნდა გადავიდნენ, ამაზეა საუბარი. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ძალებს არ აინტერესებთ ერები და ეროვნული საზღვრები, მათ გადალახეს ეს საზღვრები. მათ გლობალური ელიტა ეწოდებათ. მართლა არსებობს ასეთი რამ? რა თქმა უნდა, არსებობს! მარტო ამერიკაში არ ახდენენ ისინი ინვესტირებას, რუს ნაციონალისტებს არ გვანან, მათთვის არ არსებობს ქვეყნები და საზღვრები. მათი მასშტაბური ინვესტიციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადის. ასეთია გეითსების ფონდი, კლინტონების ფონდი, მარკ ცუკენბერგის ფონდი. ისინი თავად არიან მთავრობები საკუთარი თავისთვის. აი, რას აკეთებენ ისინი: იღებენ მილიარდებს საგადასახადო შემოსავლებიდან, დებენ საკუთარ ფონდებში და ამ ფონდების საშუალებით თავს ახვევენ საზოგადოებას საკუთარ წესრიგს. თქვენ მიეცით ხმა ბილ გეითს? მე არ მიმიცია. თქვენ აირჩიეთ მარკ ცუკენბერგი? მე არ ამირჩევია. იქნებ კლინტონებს მიეცით ხმა? მე - არა. მაგრამ სწორედ ისინი გვახვევენ თავს მათთვის სასურველ წესრიგს ზემოდან ქვემოთ - წესრიგს, რომელიც ჩვენ არასდროს აგვირჩევია და რომელიც მათ შორს მიმავალ გეგმებში შედის. ასეთი გეგმა 2015 წელს დამტკიცდა და მის თანახმად უტოპია რეალობად უნდა იქცეს. 2030 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი უნდა წაიკითხოთ. მასში ნათქვამია, რომ ამ უტოპიის განსახორციელებლად ყოველი ადამიანი უნდა აიცრას. და იცით, ვინ მფარველობს და ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს? ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელთა და ფარმაცევტულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, რომლის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს სათავესი უდგანან „როუჩი“, „შიონოგი“, „ელაი ლილი“.

- ეს იმას ნიშნავს, რომ კორონას აცრები წინ გვაქვს?

- სწორედ ასეა. ეს მედიცინის სრულიად ახალი მოდელის ჩანასახია. ეს იძულების, თავს მოხვევის მოდელია. ნახეთ, რა მოხდება მომავალი წლის სექტემბერში. მზადება უკვე მიმდინარეობს. ამას თავს ვერ აარიდებთ, სავალდებულო იქნება ტესტის ჩატარება. თუ სხვაგვარად მოიქცევით, მეზობლები პოლიციაში გიჩივლებენ. ეს ფაშიზმია. თქვენ იცით, რა მოხდა გერმანიაში. არც ისე დიდი ხანია გასული 1940-იანი წლების შემდეგ. ახლა ფაშიზმის ახალი ტალღა მოდის, ამ საუკუნის ოციანი წლების ფაშიზმი. ადამიანებს მეზობლები დააბეზღებენ, რომლებიც იმუნური სისტემის ყალბი მოდელის ფიქციით გაამართლებენ თავის საქციელს. როგორ გგონიათ, 7, 2 მილიარდი ადამიანი როგორ გადარჩებოდა, ვირუსებთან გამკლავება რომ არ შეეძლოს ჩვენს ორგანიზმს? ლუი პასტერიდან და რობერტ კოხიდან მოყოლებული, არც ერთ თეორიას არ შთაუნერგავს ადამიანებისთვის ვირუსისადმი ასეთი შიში. ვირუსის მტრად გამოცხადება ძალიან ქმედითი მეთოდია ადამიანების დასაბნევად და პანიკაში ჩასაგდებად.

- გერმანელი მაყურებელი ხედავს მძიმე და შიშის მომგვრელ კადრებს ამერიკიდან და ალბათ ამიტომაც ეშინია. ისინი ხედავენ, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი დაინფიცირებულია და მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე - სადმე სხვაგან. თქვენ რატომ არ ხართ შეშფოთებული?

- მე უაღრესად შეშფოთებული ვარ. ორმოცი წელია, ჯანდაცვის სისტემაში ვმუშაობ და ვშიშობობ, რომ ადამიანის მთელ იმუნურ სისტემას საფრთხე ემუქრება. ხუთი თუ ექვსი ნაშრომი მივუძღვენი „მონსანტოს“ და მის მიერ წარმოებულ გლიფოსატებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებენ და კუჭნაწლავის ფლორას ანადგურებენ. სად არის საყოველთაო აღშფოთება ამის გამო? მსგავსი არაფერი ისმის. 20 თუ 30 წელი ვიბრძოდი ადამიანების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც „მონსანტოა“, ნიადაგს აფუჭებენ, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას ანადგურებენ, კუჭნაწლავის ფლორას ვნებენ. სად არის საზოგადოებრივი აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს ბიოსაკვების მოხმარების უფლება მისცეს; იმის გამო, რომ ყველაფერში პესტიციდებია. ოცი წელია ამაზე ვლაპარაკობ. ახლა კი მხოლოდ კორონაზე ლაპარაკი სურთ და ეშინიათ. ეს ყველაფერი სისულელეა. ეს არ არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან შიშის მთესველები საერთოდ არაფერს ამბობენ იმ დაავადებებზე, რომლებსაც ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მესვეურები და საკვების მწარმოებელი კომპანიების პროდუქტები იწვევენ. წესიერება მოითხოვს, რომ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ ეპიდემიებზე ვისაუბროთ. ინდოეთში 300 მილიონი შაქრით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. 300 მილიონი შაქრით დაავადებული, რადგან ადამიანები ისე აღარ იკვებებიან, როგორც - ადრე. მათი საკვებია დომინოს პიცა, შაქარი, შაქარი და კიდევ უფრო მეტი შაქარი. 300 მილიონი! წარმოიდგინეთ, რა გასაქანია კარდეოლოგებისთვის, ფარმაკოლოგიური საწარმოებისთვის და ასე შემდეგ.

- შეიძლება ვისაუბროთ იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა ნიუ-იორკშია შექმნილი? იმაზე, რასაც ადამიანები ისმენენ და ხედავენ ახალ ამბებში?

-როგორ ფიქრობთ, ნიუ-იორკში რამდენს აქვს დაქვეითებული იმუნური სისტემა?

- ვფიქრობ, რომ ბევრს... ვიცი, რომ ბევრი ამერიკელი მძიმედ არის დაავადებული.

- ცნობილია თქვენთვის ციფრები?

- არა.

- მაშინ ამაზე ვისაუბროთ. თუ მეცნიერულად გვინდა მივუდგეთ საკითხს, მაშინ რაოდენობაზე ვილაპარაკოთ. მეცნიერება თეორიებით კი არა, რაოდენობით ოპერირებს. მათემატიკა მნიშვნელოვანია. ღამეები გამითენებია მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში და ახლაც კარგი მათემატიკოსი ვარ. იცით, მათემატიკა რას გვეუბნება? იმას, რომ არც მრიცხველია ჩვენთვის ცნობილი და არც მნიშვნელი. ყველასთვის, ვინც საავადმყოფოში მოხვდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდზე შემოწმების ორი სტანდარტი დააწესა. პირველის შემთხვევაში ხდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. როგორ აკეთებენ ამას? დნმ-ის პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით. ეს მეთოდი კერი მულისმა შეიმუშავა და ნობელის პრემიაც მიიღო. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, თავად მოძებნეთ და გადაამოწმეთ. კერი მულისმა თავად თქვა, რომ ამ მეთოდით ჩატარებული ტესტის შედეგები არ არის საიმედო. მეორე არის  პი-სი-არ მეთოდით დიაგნოსტირება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მოიძებნოს ნუკლეოტიდის მცირე ნაწილაკი და გადამრავლდეს. შეიძლება იცით, რომ ყოველი ჩვენთაგანი ატარებს ამა თუ იმ ფორმით კორონავირუსს. ანუ მართლაც არ ვიცით, რა არის მრიცხველი. გარდა ამისა, დამატებითი ტესტირებაც შემოიღეს, რომელსაც კოვიდის მსაგავსი სახელი აქვს და მისით გამოვლენილი პაციენტებიც სხვა ტესტირებების შედეგად კოვიდით დაინფიცირებულად მიჩნეულთა რიცხვს მიეწერება. საავადმყოფოს პერსონალს უბიძგებენ, რომ კოვიდის დიაგნოზი დასვან და ფული და სასუნთქი აპარატები მიიღონ. ახლა ჯერ კიდევ გრიპის სეზონია და დავაკვირდეთ ციფრებს: ფილტვების ანთების დიაგნოზის მქონე ავადმყოფთა რაოდენობა იგივე სიჩქარით მცირდება, რა სიჩქარითაც იზრდება კოვიდის დიაგნოზის მქონე დაავადებულთა რაოდენობა. დააკვირდით ამ ტენდენციას, არც მრიცხველი ვიცით, არც - მნიშვნელი, ის კი ვიცით, რომ ხდება საავადმყოფოების პერსონალის წახალისება საიმისოდ, რომ, ამ დამატებითი რეგულაციის შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი პაციენტი დაარეგისტრირონ, როგორც კოვიდით ინფიცირებული. მაგრამ ციფრებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით იმდენივე გარდაიცვალა გრიპით, რამდენიც - წინა წლებში.

- და ბოლო კითხვა: გერმანიის მთავრობა ამ კვირაში გადაწყვეტს, გაიხსნება თუ არა კვლავ სკოლები, მაღაზიები და ასე შემდეგ. შეღუდვები 19 აპრილამდე პერიოდს მოიცავდა, შემდეგ კვირაში კი ეს პერიოდი მთავრდება. თანდათან ხსნიან შეზღუდვებს სხვა ევროპული ქვეყნებიც: დანია, ესპანეთი, ნორვეგია. რას ფიქრობთ ამ მკაცრი ზომების გაუქმებაზე? თუმცა ჯერ მაინც არ ვიცით, დაადგება თუ არა გერმანიის მთავრობა ამ გზას.

- მე ვფიქრობ, რომ ამ მთავრობებმა მთელი მსოფლიოსთვის უნდა გაასაჯაროონ კოვიდთან დაკავშირებული მონაცემები. მე მინდა ვნახო ნამდვილი ციფრები. მინდა ვნახო კოვიდით დაავადებულ პაციენტთა მონაცემები და იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელებიც მათ კოვიდის შეყრამდე ჰქონდათ. მე მყავს ასაკოვანი მეგობარი, რომელიც 40 წელია ეწევა. და ყოველ ჯერზე, როცა ფილტვების ანთება ემართებოდა, ხელოვნური სუნთქვით ასულიერებდნენ. ეს კოვიდამდე იყო. ახლა რომ ეს ჩემი მეგობარი საავადმყოფოში მოხვდეს, პი-სი-არ-მეთოდით ჩაუტარებენ ტესტს და, თუ გარდაიცვალება, გააფორმებენ, როგორც კოვიდ-19 -ით გარდაცვლილ პაციენტს. და არავინ მიაქცევს ყურადღებას მთელ წინაისტორიას: ძალიან ბევრს რომ ეწეოდა, ცუდად რომ იკვებებოდა, ზედმეტი წონა რომ ჰქონდა. ეს დიდი თაღლითობაა. მე მოვითხოვდი ციფრებს. ადამიანები, რომლებიც ავადდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, იმსახურებენ იმას, რომ მათ ეს ციფრები აჩვენონ. მინდა ვიხილო ექსელის ფაილი, რომელშიც კოვიდით დაინფიცირებული პაციენტის ვინაობის გასწვრივ მოცემული იქნება ყველა დაავადება, რომელიც პაციენტს კოვიდის შეყრამდე ჰქონდა. გარწმუნებთ, ეს მონაცემები არ იქნება გასაჯაროებული. მათი შესწავლა კი გამოამზეურებდა შემდეგს: ამ პაციენტთა 90 პროცენტს კოვიდის შეყრამდე აღენიშნებოდა არაერთი დაავადება და კოვიდის გარეშეც დიდი იყო მათი ამა თუ იმ დაავადებით გარდაცვალების ალბათობა.

- იტალიაში ხომ სწორედ ეს მოხდა...

- არავის ვუსურვებ იტალიის საავადმყოფოში მოხვედრას. ეს სასიკვდილო განაჩენია, საშინელი საავადმყოფოებია. თუ 60 წელზე მეტი ასაკის ხარ და იტალიაში საავადმყოფოში წვები, თვითმკვლელი ხარ. საუბარიც კი არ ყოფილა იმაზე, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ინტრავენურად C ვიტამინი შეეყვანათ. თუმცა არსებობს ასობით კვლევა იმაზე, რომ ეს კრიტიკული მდგომარეობისას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასანიშნი მკურნალობაა. რატომ ვერ ვიხილეთ ამ მეთოდის გამოყენება, ერთ ექიმსაც არ უხსენებია ეს მეთოდი: C ვიტამინის დიდი დოზის შეყვანა ინტრავენურად. ეს ნამდვილი დანაშაულია, რადგან ისინი ვიტამინს ვაქცინითა და ფილტვების ვენტილაციით ანაცვლებენ და ამით ფულს აკეთებენ. იმ პაციენტების 90 პროცენტი, რომლებსაც სასუნთქი აპარატის მეშვეობით უმკურნალებენ, მოკვდებიან. ეს სასიკვდილო განაჩენია. ამიტომ დროა, არსებითი კითხვების დასმა დაიწყოთ და არა - ასეთის: „გჯერათ, თუ - არა, რომ კორონავირუსი არსებობს?“ არა, არა და არა! სულელური კითხვაა, მაპატიეთ პირდაპირობისთვის. განრისხებული ვარ როგორც მეცნიერი, რომელიც მთელი ცხოვრება იკვლევს, რომელიც მათემატიკით, ბუნებისმეტყველებითა და ფიზიკით არის დაკავებული მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაბრაზებს თაღლითობის მასშტაბი, რომელსაც გასაქანი მიეცა. პასუხისმგებლობა კი ეკისრება ელიტას, რომლის მიზანია, გაანადგუროს მსოფლიოს ეკონომიკა, ერთი წლის შემდეგ კი ყველა იძულებით აგვცრან ჩიპის მეშვობით ან რაღაც სხვა გზით. ეს ბილ გეითსის დიადი მიზანია. მას სწორედ ეს სურს. დროა ადამიანები გამოფხიზლდნენ და სწორი კითვები დასვან: რა არის იმუნური სისტემა? არის თუ არა იმუნური სისტემა ასეთი სუსტი? ვიცით თუ არა ნამდვილი ციფრები? თუ საზოგადოების ჯანმრთელობა გვადარდებს, მაშინ ვაღიაროთ, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას უკვე წლები და ათწლეულებია ასუსტებს დაბინძურებული წყალი, დაბინძურებული ჰაერი და დაბინძურებული საკვები. ნახეთ, რა ხდებოდა ექვსი თვის წინ, გაახილეთ თვალები, გამოდით სოციალური მედიის სამყაროდან. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად ჰონ-კონგში, ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა უჰანში გარემოს დაბინძურება, იგივე მოხდა ვენესუელაში. თუმცა ორი პოპულისტი ხელისუფალი მოვიდა სათავეში: მოდი -ინდოეთში და დაონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებში. ძალაუფლების მპყრობელთ არ სჭირდებათ ხალხი, რომელიც ხმას იმაღლებს. ახლა უკვე აღარ ისმის საპროტესტო ხმები, არც ჰონ-კონგში, არც - საფრანგეთში. იტალია იყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის და თავისუფალი მედიცინის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი. ნახეთ ახლა, რა ხდება. ყველაფერი დასრულდა. მედიაში ვერ ნახავთ ამ თემების გაშუქებას. მედიები მხოლოდ კარანტინსა და შიშზე ლაპარაკობენ, მხოლოდ ეს არის სათაურებში გამოტანილი. რაც შეეხება სოციალურ იზოლაციას: გინდათ ვისაუბროთ იმაზე, რა მოაქვს სოციალურ იზოლაციას? ის, რაც მართლა იწვევს ვირუსულ ინფექციას, სოციალური იზოლაციაა! ნახეთ 1988 წლის გამოკვლევები, იზოლაცია ანგრევს და ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას! მოწევაზე, ჰიპერტონიასა და ჭარბ წონაზე მეტად! მოვა დრო, როცა ჟურნალისტები სწორ კითხვებს დასვამენ.
21.04.2020

რესპოდენტის შესახებ:

შივა აუუადურაი (დ. 1963) აშშ-ში მოღვაწე ინდოელი ბიოინჟინერი, გამომგონებელი და წარმატებული მეწარმეა. იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ინტენსიურად მუშაობს სისტემურ ბიოლოგიაში, არის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ ბრძოლისა ცნობილი აქტივისტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაუღლელი პროპაგანდისტი. 2015 წელს მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული კვლევის შედეგები: სისტემური ბიოლოგიის ბაზაზე, რთული მათემატიკური მოდელების გამოყენებით, იგი ასაბუთებდა, რომ გენმოდიფიცირებულ სოიოში, ბუნებრივთან შედარებით, სიმსივნის გამომწვევი ფორმალდეჰიდის ბევრად მაღალი, ხოლო ანტიოქსიდური გლუტაციონის ბევრად დაბალი შემცველობაა. მას მერე, როცა კვების პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტომ მისი კვლევის შედეგები უარყო, აუუადურაიმ „მონსატოს“ (ბიოტექნოლოგიით გამოყვანილი სასოფლო კულტურების ტრანსნაციონალურ კომპანიას) 10 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუ კომპანია გენმოდიფიცირებული პროდუქციის უსაფრთხოების დამტკიცებას შეძლებდა. ასევე, 10 მლნ. დოლარი შესთავაზა ჰილარი კლინტონს მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის, თუ ის აუუადურაიის კვლევის შედეგების გაბათილებას მოახერხებდა.
გერმანულიდან თარგმნა მარიამ დოლიძემ
წყარო:


No comments:

Post a Comment