Tuesday, December 14, 2021

რაბინი ხანანია ვაისმანი - 31 მიზეზი, რომლის გამოც არ ავიცრები

 

 

1. საქმე ვაქცინას არ ეხება. აღწერის თანახმად, ვაქცინა იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ეს მკურნალობა კი არც ერთი დაავადების მიმართ იმუნიტეტს არ უზრუნველყოფს.

 

ინფიცირების მერე ის, საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ, ამცირებს მძიმე ვირუსული დაავადების ალბათობას. შესაბამისად, აქ საქმე ეხება სამედიცინო მკურნალობას და არააცრას. მე არ მსურს იმ დაავადების სამედიცინო მკურნალობა, რომელიც არ შემყრია.

 

2. ფარმაკონცერნები, პოლიტიკოსები, სამედიცინო დაწესებულებები და მასმედიის საშუალებები იმაზე შეთანხმდნენ, რომ ამ პრეპარატს მთელ მსოფლიოშივაქცინაუწოდონ, იმის მიუხედავად, რომ ის ვაქცინა არ არის.

 

მათი მიზანია ადამიანების იმგვარად მანიპულირება, რომ მათ სამედიცინო მკურნალობით თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ვინაიდან ისინი ადამიანებს ატყუებენ, მე მათ არ ვენდობი და არ მსურს საქმე მქონდეს მათ სამედიცინო მკურნალობასთან.

 

3. ამ სამედიცინო მკურნალობით მისაღები სავარაუდო სარგებელი მინიმალურია და, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდხანს არ გასტანს. ისტებლიშმენტი ამ ყველაფრის თანამონაწილეა და უკვე ლაპარაკობს დამატებით აცრებზე და ახალივაქცინებისუწყვეტად ზრდად რაოდენობაზე, რომლებიც რეგულარულად უნდა იწარმოებოდეს.

 

მე არ დავუშვებ ჩემს გარდაქმნას ქრონიკულად ავადმყოფ პაციენტად, რომელსაც, მძიმე ვირუსული დაავადების ალბათობის შემცირების მიზნით, რეგულარული პერიოდულობით, შეუყვანენ ახალ ფარმაცევტულ პროდუქტს, იმის მიუხედავად, რომ ამ ინექციებით ვირუსის თავიდან აცილება შეუძლებელია.

 

4. მხოლოდ ბუნებრივი მეთოდები აძლიერებენ ჩემს იმუნურ სისტემას, რათა მძიმე ვირუსული დაავადებების მიმართ მისი მოწყვლადობა შემცირდეს. თუ ვირუსი შემეყრება, არსებობს ვიტამინები და გამოცდილი მედიკამენტები, რომლებიც ავადმყოფობასთან ბრძოლისას საუცხოო შედეგებს იძლევარისკებისა და ამ სამედიცინო მკურნალობის გვერდითი მოვლენების გარეშე.

 

5. ისტებლიშმენტი იფიცებს, რომ ეს სამედიცინო მკურნალობა უსაფრთხოა.

 

ეს მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რადგან არავის შეუძლია მომდევნო წლებში მისი გრძელვადიანი შედეგების წინასწარხედვა. მათ შეუძლიათ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა, რომ მკურნალობა უსაფრთხოა. მაგრამ ასეთი მტკიცება უპატიოსნო ქმედებაა, რადგან არავის შეუძლია იცოდეს, არის თუ არა ეს სიმართლე. რადგან ისინი უპატიოსნონი არიან, მე მათ არ ვენდობი და მათ მკურნალობას არ დავექვემდებარები.

 

6. ფარმაკონცერნები აცრით გამოწვეულ ზიანზე არც პასუხისმგებლობას იღებენ და არც მათთვის ბრალის წაყენებაა შესაძლებელი. პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამ მკურნალობას მფარველობენ, ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

მე არ შევიშხაპუნებ ახალ სამედიცინო პროდუქტს მაშინ, როცა ადამიანები, რომლებიც მის უკან დგანან, ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას არ იღებენ შესაძლო გვერდითი მოვლენების შემთხვევაში. რატომ უნდა დავაყენო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ, თუ ისინი ნებისმიერ რისკზე უარს ამბობენ?

 

7. ისრაელის პრემიერმინისტრმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს ექსპერიმენტულივაქცინამთელ მსოფლიოში ჯერ ისრაელის ხალხზე გამოიცდება. მე არ მინდა, საცდელ ბოცვრად გამომიყენონ ან ჩემი სხეული მეცნიერების განკარგულებაში იქნას გადაცემული.

 

8. ისრაელმა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მოწოდების სანაცვლოდ, მზადყოფნა გამოთქვა, რომ უცხოურ ფარმაკონცერნებს მათ განკარგულებაში გადასცეს თავის მოქალაქეთა საპაციენტო მონაცემები. მე ასეთი მეწარმეებისთვის ჩემი საპაციენტო მონაცემების გადაცემაზე არც თანხმობა განმიცხადებია და ეს არც ვინმეს უკითხავს ჩემთვის. მე ასეთ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში არ ვმონაწილეობ.

 

9. Pfizer-ის მმართველმა ძალებმა, მმართველობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, სარეკლამო გნიასისა და გამუდმებული დაშოშმინებების მიუხედავად, საჯაროდ განმარტეს, რომ თავად მათ თავიანთვივე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით მკურნალობისგან თავი შეიკავეს.

 

მათ არაკორექტულად მიიჩნიეს სხვების გადასწრება. ეს სასაცილო საბაბია და მსგავსი რამის სათქმელად ადამიანსხუცპეს” (ებრაულად חוצפה [chùtzpe], უტიფრობა, უსირცხვილობა, უნამუსობამთარგმნელის შენიშვნა) დიდძალი დოზა ესაჭიროება. “გადასწრებამათი ფანტაზიის ნაყოფია.

 

მათ არავინ დაძრახავდა, რამდენიმესავაქცინო დოზასთავიანთთვის თუ გადაინახავდნენ. ისედაც არ არიან პირადი თვითმფრინავებით და პირადი კუნძულებით უზრუნველყოფილი მილიარდელები რიგში დგომით ცნობილი, რათა ის, რისი მიღებაც მათ სურთ, მათზე წინ ასობით მილიონმა გლეხმა მიიღოს.

 

10. მეინსტრიმ-მედიასაშუალებებმა ეს აბსურდული საბაბი უყოყმანოდ აიტაცეს. ისინი ხოტბას ასხამენ Pფიზერ-ის მმართველ ძალებს მსხვერპლად საკუთარი თავის შესაწირად ვითომდა მათი მზაობისთვის, რადგან მათ სურთ, თავიანთი ექსპერიმენტული პრეპარატი მხოლოდ ჩვენს მერე მიიღონ.

 

მე არ ვენდობი ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ ასე გამასულელონ. ამიტომ უარს ვამბობ მათი მიერ შემოთავაზებულ მკურნალობაზე, რიგში ჩემს ადგილს მათ დავუთმობ, მე კი რიგის ბოლოში გადავინაცვლებ.

 

11. სამი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთს უნდა დაუკავშირონ:

 

)         ბილ გეიტსი აქებს ამვაქცინებს”, როგორცერთადერთგადაწყვეტას კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებლად.

)         ბილ გეიტსს სჯერა, რომ მსოფლიო მოსახლეობის სიჭარბეს განიცდის და უნდა  განიტვირთოს მოსახლეობისგან”.

)         ბილ გეიტსი, სავარაუდოდ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ჯერაც არ აცრილა.

 

ოღონდ ნუ ავაჩქარებთ... ამიტომგმადლობთ, არა! მე უარს ვამბობ ნებისმიერ სამედიცინო მკურნალობაზე, ჩემთვის რომლის თავს მოხვევაც მას სურს.

 

12. ისტებლიშმენტმა ამ მკურნალობას მასობრივად და ცალსახად გაუწია რეკლამა. პოლიტიკოსები და მასობრივი მედიის საშუალებები ადამიანებს წნეხის ქვეშ აქცევენ და ამტკიცებენ, რომ მათი მორალური და სახელმწიფო-მოქალაქეობრივი ვალია, ამ მკურნალობას დაექვემდებარონ.

 

ხდება ამ მკურნალობის სარგებლის ერთობ გადამეტებით შეფასება, რისკები უგულებელიყოფა და უცნობი გვერდითი მოვლენები იჩქმალება. ეს ადამიანები გაქნილები და მანიპულატორები არიან. როგორ უნდა ვანდო მე მათ ჩემი პირადი კეთილდღეობა?

 

13. ფართომასშტაბიანი საპროპაგანდო კამპანიით ადამიანები უნდა დააჯერონ, რომ ისინი ამ მკურნალობას დაექვემდებარონ. პოლიტიკოსები და ცნობადი სახეებისელფითთავად აღბეჭდავენ პრეპარატით თავიანთი აცრის პროცესს (არაერთი მათგანი უბრალოდ თვალთმაქცობს, ვითომ ინექციით იცრება). მედიასაშუალებების გამაყრუებელი რეკლამის თანახმად, ამ მკურნალობაზე უფრო მაგარი, ჭკვიანური, მშვენიერი და სახალისო არაფერია.

 

ამჟამად მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი მარკეტინგკამპანია მიმდინარეობს. ასეთი რამ სამედიცინო მკურნალობისთვის და, მით უმეტეს, ახალი ტიპის მკურნალობისთვის, უადგილოა. ამიტომ მე შეძრწუნებით ვაქცევ ზურგს ამ ყველაფერს.

 

14. მასები მწყობრად მიაბიჯებენ. ისინი გამოფენენ ავტოპორტრეტებს, თუ როგორ ღებულობენ ინექციას და ხელს უწყობენ ჯგუფურ იძულებას, რომ ყველამ ერთმანეთს მიბაძოს. ეს ყველაფერი ერთობ დამანგრეველი და ავადმყოფურია, ამიტომაც არ მივაბიჯებ მწყობრში. არასდროს მიმიღია მედიკამენტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ყველა ღებულობს და რომ ესმაგარია”. მაინც და მაინც ახლა რატომ უნდა დავიწყო ასე მოქცევა?

 

15. ნებისმიერი, ვინც ამ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებულ თავის ეჭვს გამოთქვამს, განწირულია დაშინებისთვის, დისკრედიტაციისთვის, დაცინვისთვის, ცენზურირებისთვის, განკიცხვისთვის, მუქარისთვის და დათხოვნისთვის. მათ შორის არიან ჯანმრთელობის დარგის თანამშრომლები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ მეცნიერული ეჭვი გააჩნიათ, მაგრამ ასევემომვლელები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, ინექცირებიდან ცოტა ხნის მერე მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანები პრეპარატით გამოწვეული მძიმე გვერდითი მოვლენებით როგორ იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ.

 

ისტებლიშმენტი იმ კარგი ადამიანების წმენდით არის დაკავებული, რომლებიც ყველაფერს რისკავენ, რათა ამ ახალი სამედიცინო მკურნალობითრომელსაც ისინი გადაჭრით სულაც არ უარყოფენგამოწვეული ეჭვები გაახმოვანონ. ამიტომ არის ჩემთვის ნათელი, რომ ყოველთვის ამ გაბედულ ადამიანებს უფრო მივენდობი, ვიდრეისტებლიშმენტს. არ მახსენდება ისტორიიდან არც ერთი შემთხვევა, ისტებლიშმენტი რომ სიმართლის და მორალის მხარეს მდგარიყო.

 

16. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი სამედიცინო ექსპერიმენტია.

 

17. ის ფაქტი, რომ ამჟამად ყველა დროის უდიდესი სამედიცინო ექსპერიმენტი, დიახ, საერთოდაც სამედიცინო ექსპერიმენტი, მიმდინარეობს, იმალება და მასობრივად იჩქმალება.

 

18. ისინი რომ ადამიანებთან გულახდილები ყოფილიყვნენ, ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას მხოლოდ უმცირესნი დათანხმდებოდნენ.

 

ადამიანთა მანიპულირება, რათა მათ ყალბი მიზეზებით აიძულონ სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობა, არღვევს სამედიცინო ეთოსისა და დემოკრატიული სამართლის არსებით საფუძვლებს. ეს ადამიანები მოკლებულნი არიან ყოველგვარ მორალს და არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ. მე მათ ჩემს სხეულში რაღაცის ინექცირების ნებას არასდროს დავრთავ.

 

19. სამედიცინო დაწესებულებები ადამიანებს ამ მაქინაციების შესახებ მისხალსაც კი არ განუმარტავენ. ისინი საცდელი პრეპარატის სავაჭრო წარმომადგენლებად იქცნენ.

 

ისინი ემსახურებიან დიდ კონცერნებს და პოლიტიკოსებს, რომლებმაც მათთან ხელშეკრულებები გააფორმეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მანდატს, რომლის თანახმადაც მათ თავი უნდა მიუძღვნან იმ ადამიანების კეთილდღეობას, რომლებმაც ისინი თავიანთი ნდობით აღჭურვეს. სამედიცინო დაწესებულებები კორუმპირდნენ და ისინი სხვა არც რა არიან, თუ არაკონცერნებისა და პოლიტიკოსების ხელქვეითები. ამიტომაც არ ვენდობი ამ საცდელ პრეპარატს, რომლით ჩემი აცრაც მათ ასე ძლიერ უნდათ.

 

20. რათა აცრა გვაიძულონ, ჩვენზე სხვადასხვა მეთოდით ახდენენ ზეწოლას. ეს ეწინააღმდეგება ყველა სამედიცინო-ეთიკურ ნორმას და დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. რაც უფრო მეტად ცდილობენ, რამე მაიძულონ, მით ნაკლებად ვარ მზად ამის ჩასადენად.

 

21. მთავრობამ ვირუსთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია მომდევნო ოცდაათი წლით დალუქა. საზოგადოებას ამ ინფორმაციებზე წვდომის უფლება აქვს და მთავრობა ვალდებულია, ისინი გაასაჯაროოს.

 

რას გვიმალავენ? მართლა უნდა მჯეროდეს მათი, რომ აქ ყველაფერი სუფთად არის და მათ მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობა აინტერესებთ? უკანასკნელად, როცა მათ მსგავს თაღლითობას მიმართეს, საქმე ისრაელში იემენელი ბავშვების გაქრობას ეხებოდა. თუ თქვენ არ იცით, რა მოხდა მაშინ, მოიძიეთ ინფორმაცია. ისინი ახლაც მსგავსად თაღლითობენ. მაშინ მათ ეს თაღლითობა არ გაუვიდათ, არც ახლა დავთმობ.

 

22. მთავრობას უცხოელი მეწარმეებისთვის ჩვენი პირადი საპაციენტო მონაცემების გადაცემა შეუძლია, ამ ვითარებასთან დაკავშირებული თავისი დოკუმენტაციის გასაჯაროება კი არ სურს? არავითარ შემთხვევაში!

 

23. ისტებლიშმენტმა ექიმები, რაბინები, მედია და მასები დაიქირავა, რომ აცრაზე უარის მთქმელები სიტყვების ნიაღვარში დაახრჩოს. თავს გვატეხენ ყველაზე უარეს შეურაცხყოფებს. გვაბრალებენ, თითქოს ავადმყოფურად სასაცილო შეთქმულებების გვჯეროდეს, თითქოს მეცნიერებას უარვყოფდეთ და ეგოისტები ვიყოთ.

 

ამბობენ, რომ ჩვენ მკვლელები ვართ, რომ ჩვენ მოხუცები არ გვადარდებენ და რომ სწორედ ჩვენი ბრალია, მთავრობა თუ იძულებულია, მოქალაქეებს დრაკონულ შეზღუდვებს უწესებდეს. და ეს ყველაფერიიმიტომ, რომ არ გვსურს, თავი ისე ავაცრევინოთ, თითქოს საცდელი ბოცვრები ვიყოთ.

იმასაც კი ჩაგვძახიან, რომ ეს ჩვენი რელიგიური ვალია და რომ მძიმე ცოდვას ჩავიდენთ, თუ აცრაზე უარს ვიტყვით. ისინი გვეუბნებიან, რომ სამუდამოდ ჩვენს სახლებში უნდა გამოვიკეტოთ და საზოგადოებრივ ცხოვრებას გამოვეთიშოთ, თუ არ ავიცრებით.

 

ეს საშინელებაა, ამაზრზენია, ეს არის ჯანსაღი ადამიანური გონების, მორალისა და თორას განადგურება და მე მათ ზურგს ვაქცევ შეძრწუნებული. ეს მხოლოდ აძლიერებს ამ ადამიანების მიმართ ჩემს უნდობლობასა და ჩემს მიერ მათი საცდელი პრეპარატის მიუღებლობას. როგორ შეუძლიათ, ასე მოიქცნენ?

 

24. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელსაც ინექცია შეუყვანეს. არც ერთ მათგანს არ ჩაუტარებია სამეცნიერო გამოკვლევა, არ დაუდია სარგებელი რისკის საპირწონედ, ეს ვარიანტი სხვა ალტერნატივებისთვის არ შეუდარებია. არც ართი მათგანი საფუძვლიანად არ გაუთვითცნობიერებიათ, რათა მერე თითოეულს თავად შეძლებოდა გადაწყვეტა, ეს საცდელი პრეპარატი მისთვის მართლაც საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუარა. სწორედაც პირიქით.

 

ამ ადამიანებმა თავიანთი აცრა ჩაიტარებინეს მასობრივი აგიტაციის, პროპაგანდის, ზეწოლის, შიშისა და იმის მიმართ ბრმა ნდობის მიზეზით, რაშიც თითქოს დარწმუნებულიაექსპერტების უმრავლესობა”.

 

ისინი იქიდან ამოდიოდნენ, რომ ექსპერტები ვითარებას ყოვლისმომცველად გააანალიზებდნენ და აბსოლუტურად ნეიტრალური იქნებოდნენ, რაც უკიდურესად საეჭვოა.

 

ისინი ბრმად ენდნენ გავლენიან რაბინებს (რომლებზეც იგივე ითქმის, რაცექსპერტებზე), რომლებმაც ისინი წნეხის ქვეშ მოაქციეს. ან ისე ღრმად შეტოპეს ისტერიაში, რომ დაიჯერეს, - მხოლოდაცრათუ იხსნიდა მათ მძიმე ვირუსული დაავადებისგან.

 

მასობრივი ისტერია და სამედიცინო მკურნალობის კერპთა აშკარა თაყვანისცემა ჩემში ღრმა უნდობლობას იწვევს. ამიტომ ვამბობ უარს მკურნალობაზე.

 

25. ფარმაცევტულ კომპანიებს ხანგრძლივი და უღირსებო ისტორია აქვთ, - როცა მათ თავიანთი სასწაულმოქმედი მედიკამენტებით არაერთ ხალხში მასობრივი სიკვდილიანობა გამოუწვევიათ და მიმნდობ ადამიანებს მას მერეც კი არ ეშვებოდნენ, როცა უმძიმესი რეაქციები გამოვლენილა. იმის ნაცვლად, რომ ვითარების საფუძვლიან ნათელყოფამდე ამ მედიკამენტების გაყიდვა შეეჩერებინათ, ფარმაცევტული კომპანიები ყველაფერს აკეთებდნენ ინფორმაციების მისაჩქმალად და თავიანთი პროდუქტების გასაღების დასაჩქარებლად.

 

ამ კომპანიებისთვის და ამ ხალხისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. რატომ უნდა ვენდო მე მათ, როცა ისინი ახალ მედიკამენტს უწევენ რეკლამას? ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის ხომ ცნობილია მათი ადრეული მაქინაციები.

 

26. საზარელი შემთხვევების შესახებ ახლა უკვე ლამის ყოველ წამს გვეუწყება, მაგრამ პოლიტიკოსებს ეს სრულიადაც არ აწუხებთ. საერთო ინტერესებით გაერთიანებული სამედიცინო ჯგუფები ყველაფერს ჩქმალავენ და ამტკიცებენ, რომ ამ ყოველივეს აცრასთან არაფერი ექნებოდა საერთო ან რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მედიასაშუალებები ამ პროცესს მდუმარედ ადევნებენ თვალს, ფარმაკონცერნები კი გაქანების სიჩქარეს ზრდიან.

 

კვლავ და კვლავ გრძელდება გამაფრთხილებელი ხმების დაშინება, ცენზურირება და დაჯარიმება. ჩემთვის უდავოაჩემი სიცოცხლე და კეთილდღეობა მათ არ აღელვებთ. მე მათი ლაბორატორიების საცდელ ბოცვრად არ გადავიქცევი. მე არ გავრისკავ, რომ მორიგიშემთხვევითი მსხვერპლიგავხდე.

 

27. მრავალი ადამიანიმათ შორის სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდაინექცირებიდან მოკლე დროში გარდაიცვალა. და მაინც, ჩვენ წართმეული გვაქვს უფლება, ეს ყველაფერი ინექციას დავუკავშიროთ. ჩანს, რომ ეს არ შეესატყვისება სამეცნიერო პროცედურას, ასე რომ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოკვდება.

 

ინექციასა და მის თანამდევ სიკვდილს შორის ურთიერთკავშირის უარყოფა, იმ ადამიანების განაპირება, რომლებიც ამ კავშირს ვარაუდობენ, ასევეფაქტი, რომ შესაძლო ურთიერთკავშირის გამოკვლევის მიმართ მისხალი ინტერესი არ არსებობს, ეს ყველაფერი სწორედაც რომ მეცნიერების საპირისპიროა და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იმით გაგრძელდეს, რომ უფრო მეტი ადამიანი უნდა მოკვდეს.

 

იმავე ადამიანებს სურთ დამარწმუნონ, რომ მეც ასევე უნდა ავიცრა. არა, გმადლობთ!

 

28. ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ კერპთაყვანისმცემლობა ჩემში ზიზღს იწვევს. ამიტომაც ვერ მივიღებ მონაწილეობას ამ რიტუალში.

 

29. ჩემი ექიმი, რომელიც, სხვათა შორის, ჩემს ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, განუწყვეტლივ მოითხოვს ჩემგან, რომვაქცინითავიცრა. მაგრამ მას ჩემთვის ეს მკურნალობა ან ალტერნატივები არ განუმარტავს. ინფორმაციები ისტებლიშმენტს მიღმა მდგომი პიროვნებებისგან შევაგროვე. ნებაყოფლობით მკურნალობამდე აუცილებელი განათლება იძულებით მკურნალობად გარდაისახა. ასეთ მკურნალობაზე უარს ვამბობ.

 

30. მე ვხედავ ამდენ სიცრუეს, კორუფციას, პროპაგანდას, მანიპულაციას, ცენზურას, დაშინებას, სამედიცინო-ეთიკური ნორმების დარღვევას, არაკეთილსინდისიერ სამედიცინო ქმედებას, უმძიმესი გვერდითი მოვლენების დამალვას, სამართლიანი მღელვარების გადაფარვას.

 

მე ვხედავ ისტერიას, კერპთაყვანისმცემლობას, უმეცრებას, შიშს, სამედიცინო და პოლიტიკურ ტირანიას, სამედიცინო დოკუმენტაციის გადამალვას, ადამიანის სიცოცხლეზე, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე ნამდვილი ზრუნვის ნაკლებობას, თორას და ჯანმრთელი ადამიანური აზრის ყალბ განმარტებას და პატიოსანი ადამიანების დემონიზებას.

 

მე მოწმე ვარ ყველა დროის უდიდესი სამედიცინო ექსპერიმენტის, რომელიც ხარბი, არასერიოზული, უღმერთო ადამიანების მიერ ტარდება დაპასუხისმგებლობისგან იმათი გათავისუფლებისა, ვინც ჩემგან მოითხოვს, რომ ჩემი სიცოცხლე სასწორზე დავაგდო...

 

დიახ, ამ ყველაფერს ვხედავ და გადავწყვიტე, რომ რიგში ჩემი ადგილი მათ დავუთმო. მე ღმერთს მივენდობი. მე ჩემს გონებას გამოვიყენებ, რომლითაც მან მაკურთხა, და ჩემს ბუნებრივ ინსტინქტს მივენდობი. მას კი იმ ბოლო მიზეზამდე მივყავარ, რომლის გამოცაცრასარ დავექვემდებარები.

 

31. ეს ყველაფერი ყარს.

 

გერმანულიდან თარგმნა ვახტანგ იმედაძემ

 

წყარო: https://www.epochtimes.de/meinung/gastkommentar/rabbi-weissman-31-gruende-warum-ich-mich-nicht-impfen-lassen-werde-a3486405.html

No comments:

Post a Comment